რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ანაზღაურება 400-500 ლარამდე გაეზრდებათ

რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ანაზღაურება 400-500 ლარამდე გაეზრდებათ

31-10-2023 07:55
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 468

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა.

კანონპროექტით, რესურსცენტრის უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან და მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი გავრცელდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, ცვლილება დაახლოებით 70 რესურსცენტრის უფროსს შეეხება.

„გარდა იმისა, რომ რესურსცენტრის უფროსები გახდებიან საჯარო მოხელეები, მათ გაეზრდებათ შრომითი ანაზღაურება 400-500 ლარამდე და მათთვის, ასევე, გათვალისწინებული იქნება შრომითი ანაზღაურების 10%-იანი მატება, ისევე როგორც ყველა საჯარო მოხელისთვის“, - აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კანონპროექტის ავტორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე