შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი

14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისიდან 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.