შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

16 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებული 51 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

16 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებული 51 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. პროცესი ხაშურის სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ბრალდებით 51 წლის კაცი 25 იანვარს დააკავეს. ცნობილია, რომ 51 წლის კაცმა და მოზარდმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. 

პროკურატურის ცნობით, სავარაუდო მოძალადემ ბიჭზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა დუმილი ბრალის წარდგენის დროს დაარღვია. კაცი ამტკიცებს, რომ არასწრუწლოვანი ცრუობს და ფაქტებს მძიმე დანაშაულის შესახებ იგონებს. 

საპირისპიროს ამტკიცებს არასწრულწლოვანი. მან საგამოძიებო უწყებას უმძმესი ჩვენება უკვე მისცა.