შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

16-17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება

16 -17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.