შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2023 წლის II კვარტალში საქართველოდან მოგზაურებმა საზღვარგარეთ 514.3 მლნ ლარი დახარჯეს

2023 წლის II კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 698 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.4%-ით არის გაზრდილი.

გასვლების უდიდესი ნაწილი, 47% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. რაც შეეხება ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს, საანგარიშო პერიოდში 543.6 ათასი შეადგინა, რაც 34%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 946.0 ლარი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით კი ასეთია:

  • საყიდლები – 223.7 მლნ ლარი
  • საკვები და სასმელი – 142.8 მლნ ლარი
  • განთავსება – 71.5 მლნ ლარი
  • ადგილობრივი ტრანსპორტი – 41.7 მლნ ლარი
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 20.8 მლნ ლარი
  • სხვა ხარჯი – 13.8 მლნ ლარი