ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში

ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში

25-08-2023 04:50
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო, და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარი თავისთვისაც და, როდესაც მე ვთხოვდი, საყოველთაო საქმისთვისაც, როგორც ბოლო თვეებში. ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი”,- განაცხადა პუტინმა.

პოსტი ნახა: 331


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!