2023 წლის II კვარტალში საქართველოდან მოგზაურებმა საზღვარგარეთ 514.3 მლნ ლარი დახარჯეს

2023 წლის II კვარტალში საქართველოდან მოგზაურებმა საზღვარგარეთ 514.3 მლნ ლარი დახარჯეს

25-08-2023 05:15
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2023 წლის II კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 698 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.4%-ით არის გაზრდილი.

გასვლების უდიდესი ნაწილი, 47% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. რაც შეეხება ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს, საანგარიშო პერიოდში 543.6 ათასი შეადგინა, რაც 34%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 946.0 ლარი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით კი ასეთია:

  • საყიდლები - 223.7 მლნ ლარი
  • საკვები და სასმელი - 142.8 მლნ ლარი
  • განთავსება - 71.5 მლნ ლარი
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 41.7 მლნ ლარი
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 20.8 მლნ ლარი
  • სხვა ხარჯი - 13.8 მლნ ლარი
პოსტი ნახა: 387


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!