სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

“თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საერთოდ წავაგოთ არჩევნები…”

16-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს რომ თუ "ქართული ოცნების" ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს:


"დეპუტატთან საერთო ენას ვერ ნახულობს, ახალგაზრდებთან საერთო ენას ვერ ნახულობს, საზოგადოებასთან საერთო ენას ვერ ნახულობს. ვერ გამიგია ვის რა ეთიკის წესები უნდა დაუწესოს მაგან?! შეიძლება დაწეროს იმ ადამიანმა, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს, ერთი რამე არ მოუსმენია ეტყობა, რომ ჰკითხო ყველაფერი იცის. სიმდაბლე არის ყველაზე დიდი სიძლიერის ნიშანი, მოთმინება, თავშეკავებულობა, თავმდაბლობა არის ყველაზე დიდი ადამიანობა და არა ყეყეჩივით ცხვირის ზევით აწევა. ეს საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სუსტი პარლამენტის თავმჯდომარე, არადა შანსი ჰქონდა ყოფილიყო პარლამენტის ყველაზე წარმატებული თავმჯდომარე.


აღარც კონსტიტუციის მიღება უშველის მაგ საქმეს და აღარც არაფერი. მე ერთი რაღაც ვიცი, სირაქლემას პოზაში ცხოვრება არ შეიძლება, გაივლის ეს ორწელიწადნახევარიც და რა სამარცხვინოდ თავჩაქინდრულები უნდა წავიდნენ ამომრჩეველთან? თუნდაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ ესენი იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები, პირდაპირ გეუბნებით რომ პირველი ტური კი არა შეიძლება საერთოდ წავაგოთ...


პრემიერს ბევრად მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ზარდიაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს და თალაკვაძეს ერთად აღებულს. ამათ ქართული ოცნების ახალ სახეებს ვეღარ დავარქმევ ეგენი არ არიან ახლები, ჩვენ გვყავს ახალი სახეები, იგივე თამარ ჩუგოშვილი, კახა კუჭავა, სოფო ქაცარავა და ა.შ" - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „ალიასთან" ინტერვიუში



 

წყარო: 2020news.ge

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE