სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო

07-12-2017

 

 

 

ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალებას, რომელიც გუშინ ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ოჯახი ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.


გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთ დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო.


ბოლო მატჩი ტუღუშმა ლანჩხუთის "გურიისა“ და თელავის კლუბის შეხვედრისას იმსაჯა. გურიამ ბოლო წუთზე მის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და პირველი ლიგიდან გავარდა. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ ეს შეხვედრა გახდა დაძაბული გარჩევების მიზეზი. ეკა ტუღუში ამბობს, რომ სამი პირი, რომელმაც მის მეუღლეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში მოაკითხა, მასაც დაემუქრა.


„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა ჩემი ქმარი. დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა ბახტაძე ირაკლი, ბათუმლები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძე არის ლანჩხუთელი,“ - განაცხადა ეკა ტუღუშმა.


მისივე თქმით საუბარი 5000 ლარზე იყო, რომელიც სავარაუდოდ, მის ქამარს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვერ შეძლო. ეკა ტუღუში ამბობს, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილია.


ილო ტუღუშის მეუღლის მსგავსად, გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მისი ვერსიით, ამის მიზეზი ფული იყო.

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE