სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            

ჩვენს შესახებ

ტელეკომპანია "თრიალეთი"

 

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” მაუწყებლობს 1990 წლიდან. ტელეკომპანია ეთერში გადის ახალდაბის ტელეანძიდან პირველ მეტრულ არხზე და ვრცელდება მთელ შიდა ქართლში: გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის და ახალგორის რაიონები. მაყურებლების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით  500  ათასი ადამიანს.

     

შიდა ქართლის რეგიონში ღია საეთერო სიხშირეზე მაუწყებლობის გარდა, ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირი ეთერი გადის Silk TV-ის ეთერში, "BlacSeaSat"-ის თანამგზავრულ პაკეტში, "Global-TV"-ის, "კავკასუს ტვ"-ის ქსელში და სხვა. ინტერნეტში მაუწყებლობს  myvideo.ge-ს საშულებით. ასევე, "თრიალეთის" გადაცემები გადაიცემა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონების საკაბელოებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალქალაქი, ახალციხე, რუსთავი, კახეთი და სხვა.

 

ტელეკომპანია მაუწყებლობს უწყვეტად, დღე-ღამის განმავლობაში.

 

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ფაქტობრივად ერთადერთი ადგილობრივი ტელემაუწყებელია შიდა ქართლში. ამდენად ადგილობრივი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით ხდება.

 

აუწყებლობა ვრცელდება კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე, ახალგორში, ცხინვალსა და მის მიმდებარე რეგიონში.

 

2013 წლის დეკემბრის თვიდან ტელეკომპანია "თრიალეთმა" გახსნა თბილისის სტუდია, სადაც მზადდება სხვადასხვა გადაცემები.  ერთ-ერთი სიახლე იქნება ტელეხიდი გორის სტუდიასა და თბილისის სტუდიას შორის.

                                           

                                                    რადიო "თრიალეთი"

 

 

რადიო „თრიალეთმა“  მაუწყებლობა დაიწყო 2004 წლის 28 დეკემბერს და დღემდე შეუფერხებლად გადის ეთერში.

 

რადიო მაუწყებლობს FM 104,9 სიხშირეზე. რადიო „თრიალეთის“  დაფარვის ზონაა შიდა ქართლის რეგიონი. გორის, ქარელის, ხაშურის კასპის, ცხინვალის და ახალგორის რეგიონები.  სიგნალი აღწევს მცხეთამდე და ბორჯომამდე. მსმენელების რაოდენობაა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.

 

რადიო მაუწყებლობს შესვენების გარეშე,  უწყვეტად დღეღამის განმავლობაში. მისი გადაცემები გამიზნულია სხვადასხვა კატეგორიის მსმენელზე და მართლაც, მთელი რეგიონის მოსახლეობა აღიარებს, რომ უსმენს და უყვარს რადიო „თრიალეთი“.

 

რადიოს ეთერში ძირითად დროს ავსებს მუსიკა. მუსიკალურ ნონსტოპებსა და თხოვნების გარდა, რადიოს მუსიკალური წამყვანები ამზადებენ სხვადასხვა სახის გადაცემებს.

 

რადიოში, ყოველ საათში ერთხელ, ეთერში გადის ხუთ წუთიანი საინფორმაციო გამოშვება. საინფორმაციო გამოშვებაში მაქსიმალურად გადაიცემა, როგორც  საინფორმაციო სააგენტოებიდან მიღებული ინფორმაციები საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე რეგიონში მომხდარი ახალი ამბები. საინფორმაციოს პირდაპირ ეთერში ხდება ჟურნალისტის სატელეფონო ჩართვები შემთხვევის ადგილიდან.

შიდა ქართლის რეგიონში  ადგილობრივი რადიო არის მხოლოდ  „თრიალეთი“.

 

რადიოს გადაცემების მოსმენა შესაძლებელია ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" ვებ-საიტზე www.trialeti.ge 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

ხელშეკრულების ნიმუში

 

 

 

 

 

 

 

გადაცემები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
აფრიკა თბილისში
ხალხის აზრი
ესკიზი რუსუდან ზვიადაურთან ერთად
კვირა 20:00 საათი
ჩვენი დრო
ორშაბათი - შაბათი 15:00-19:00
ლიტერატურული კუთხე
კვირა 20:30 საათი
კვირის პერსონა
22:00
"სკანერი" ბესო ჩუბინიძესთან ერთად
შაბათი - 20:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
სტუდია თრიელათი თბილისი
სამშაბათი - ხუთშაბათი 19:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 



ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE