გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნში“ მეორე მეკარის როლს არ დათანხმდება – ინფორმაციას Sky.de Germany ავრცელებს.
„საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ მეორე მეკარედ არ გადავა“, – წერს გამოცემა და გიორგის კომენტარს აქვეყნებს.
„მიუნხენის „ბაიერნს“ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი ჰყავს. ახლა ამ გუნდში გადასვლა შეუძლებელია, „ბაიერნში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალ, თუ თამაშის შესაძლებლობა მექნება“, – თქვა ქართველმა მეკარემ.
23 წლის მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა. ესპანური კლუბი ქართველ მეკარეში მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს.
პოსტი ნახა: 188