გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც განათების 92 წერტილი განთავსდება.
„ახალი სისტემა გამზირის ორივე მხარეს მონტაჟდება. სამუშაოების ღირებულება 496 229 ლარია. პროექტი, რომლის მიზანიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების სისტემის მოწყობაა, მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოსტი ნახა: 115