სამართალდამცველებმა თბილისში, კიევის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი ამხილეს – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მხილებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, 2000 წელს დაბადებული თ.დ., რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა იმერეთში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, კიევის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
საქმეზე აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.