კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. სავარაუდოდ, ის პრეზიდენტს იმ დეტალებზე გაესაუბრება, რის გამოც, კოალიციასა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის შეთანხმება ვერ მოხდა.
მამუკა ხაზარაძის პრეზიდენტთან შეხვედრას კოალიციის პრესსამსახურიც ადასტურებს.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და მიზეზად მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდის საკითხზე ვერშეთანხმება დასახელდა.
პოსტი ნახა: 46