ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება.

01-10-2024 07:27


სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.

სურსათის უვნებლობაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავად მწარმოებელს ეკისრება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თითოეული ჩვენგანი ინფორმირებული იყოს სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რათა თავად შევძლოთ საფრთხისშემცველი სურსათისგან თავის დაცვა. ცხადია, ამგვარი საფრთხისგან 100%-ით თავის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიქნებით, მით უფრო ნაკლებია სურსათით მოწამვლისა და დაავადების ალბათობა.

სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501 სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!

პოსტი ნახა: 117


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!