2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.0 % შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა – წიწიბურა, კარტოფილი და ანტიბიოტიკები.
კერძოდ:
- წიწიბურა – 40,2%
- კარტოფილი – 36,8%
- ანტიბიოტიკები – 36,4%
- მზესუმზირის ზეთი – 25,6%
- ხახვი – 20%
- მარგარინი – 19,1%
- ნათურა – 18,3%
- კონდიციონერი – 18,2%
- მანანის ბურღული – 16,5%
- ელექტროჩაიდანი – 15,9%
პოსტი ნახა: 246