რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, – ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა – ხმების 3.80%-ი, ლეონიდ სლუცკიმ – 3.17%-ი. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.
პოსტი ნახა: 252