ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

18-03-2024 04:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 316

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში დაღუპულია 40 წლამდე ქალი. ის კლინიკა “მედინას” მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა შეჯახება მოხდა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც ამავე ქუჩაზე მოხდა. შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მამაკაციც ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე