შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.

ისრაელის ქალაქ იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა.

პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.