“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა ზემო ფონიჭალა N11-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
პოსტი ნახა: 62