ქობულეთში სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პოსტი ნახა: 121