შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვრას მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 პირი.
პოსტი ნახა: 683