დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება.
საპარლამენტო უმრავლესობა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადახედვას გეგმავს. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, 150 ლარიდან 10 000-ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების პროექტი, ინიციირებისთვის მზად არის და მას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ.
პოსტი ნახა: 352