ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 914 ლარამდე გაიზარდა

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 914 ლარამდე გაიზარდა

04-09-2023 04:50
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მიმდინარე წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 6.1%-ით 737.7 ათას კაცამდე გაიზარდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის მეორე კვარტალის შედეგების მიხედვით, დასაქმებულებიდან 42.9% ქალია, ხოლო 57.1% - კაცი. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.3% მსხვილ ბიზნესზე, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 35.9% - მცირე ბიზნესზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 700.5 ათასი კაცი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 6.7%-ით გაიზარდა, პერსონალზე საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი 25.6%-ით 4 მილიარდ 104 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 289 ლარით 1 914.7 ლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდისთვის ქალების საშუალო ხელფასმა 1 482.4 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 215.4 ლარით მეტია.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 032.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 182.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 570.3 ლარი.

აღსანიშნია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რეგიონებს შორის თბილისი ლიდერობს. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება:

⦁ ქ. თბილისი – 64.2%
⦁ აჭარის ა.რ. – 9.4%
⦁ იმერეთი – 7.1%
⦁ ქვემო ქართლი – 6%
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%
⦁ კახეთი - 2.9%
⦁ შიდა ქართლი - 2.3%
⦁ მცხეთა-მთიანეთი - 1.6%
⦁ სამცხე-ჯავახეთი - 1.5%
⦁ გურია - 1%
⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%.

პოსტი ნახა: 387


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!