შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ალექსანდრე რაქვიაშვილი – მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება პოლიტიკურ ველზე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უფრო გაუმარტივდება

„ლელოს“ და გახარიას კონკრეტული იდეები არ აქვთ, ბელადების პარტიები არიან, მაგრამ „ლელოს“ ფული აქვს, გახარიას – არა. თუ გაერთიანდებიან, შანსი მაინც ექნებათ, ბარიერი გადალახონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორ პოზიციას იკავებს.

„პრეზიდენტი სწორ პოზიციას იკავებს და მადლობელი ვიქნები, თუ ამ მიზანს მიაღწევს. „ლელოს“ და გახარიას არანაირი განსაკუთრებული და კონკრეტული იდეები არ აქვთ, არანაირი პოზიციები, ბელადების პარტიები არიან, მაგრამ „ლელოს“ ფული აქვს და გახარიას – არა. ამიტომ თავიანთ ეგოს თუ დაძლევენ, თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, და გაერთიანდებიან, შანსი მაინც ექნებათ, რომ ბარიერი გადალახონ და ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება ჩვენს პოლიტიკურ ველზე და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება. საბოლოო ჯამში, სამი პარტიაა, მიშას პარტია, ბიძინას პარტია და „გირჩი“. ეს სურათი დგება რეალურად ახლაც და ძალიან კარგია, რომ ასე ხდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.