9-10 ოქტომბერს ზოგან წვიმა, ზოგან კი თოვლია მოსალოდნელია – ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას 112-მაც დაუგზავნა.
„გაცნობებთ, რომ 9-10 ოქტომვერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვიწოდებთ სიფრთხილისკენ“, – აღნიშნულია მოკლეტექსტურ შეტყობინებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.
„9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, –აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.