არჩილ ტატუნაშვილი, არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც რუსული საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა, დღეს 41 წლის გახდებოდა.
სოფელ წილკანში, ტატუნაშვილის სახელობის სკვერში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი მისი ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დეკემბერში გაიხსნა.
პოსტი ნახა: 189