საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. უმცროსი სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. ის წამებით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.
პოსტი ნახა: 397