შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება 4 მლნ ევრომდე გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 2.5-დან 4 მლნ ევრომდე მოიმატა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე – 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი -5 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი – 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე – 2.5 მლნ ევრო;
  • გიორგი გოჩოლეიშვილი – 2.5 მლნ ევრო;
  • ბუდუ ზივზივაძე – 1.8 მლნ ევრო;
  • ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.

ბოლო მონაცემებით, ასევე გაზრდილია გიორგი წიტაიშვილის ფასი, 1 მლნ ევრომდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ღირებულებას, Transfermarkt-ის მონაცემებით, ის 175.7 მლნ ევროს შეადგენს.