ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

12-12-2024 22:30
კატეგორიები: სპორტი

ბაჰრეინი ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ(96 კგ), რომელმაც ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

სპორტსმენმა ატაცში 177 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში მან 210 კგ დააფიქსირა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ორჭიდის შედეგად დაგროვებული 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პოსტი ნახა: 1890


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე