შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გურჯაანში ავარიას ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული.