შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იაგო ხვიჩია – „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს, მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო.

„„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიებსაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.