შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე „ძლიერ საქართველოსთან“ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე – ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია

ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებას.

მისი შეფასებით, პარტია „ლელო“ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

„მამუკა ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ აბსოლუტურად განწირულია, რადგან ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გაერთიანების ლიდერები საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად არიან.