ქობულეთის მერიის თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტზე შინაგამ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
მომხდარის გამო, დაზარალებულმა ქალმა შესაბამის უწყებებს მიმართა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ქობულეთის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია.
პოსტი ნახა: 451