„მეუღლეს წლების მანძილზე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას“ - ძალადობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

„მეუღლეს წლების მანძილზე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას“ - ძალადობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

06-12-2023 10:57
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პროკურატურის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მასთან ქორწინებაში მყოფ პირზე ფიზიკურად იძალადა - ის მეუღლეს წლების მანძილზე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოსტი ნახა: 232


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!