შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ კასპის ოფისი გაიხსნა.

კოალიციის ინფორმაციით, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, თანამედროვე განათლება, რეგიონების გაძლიერება და შესაძლებლობების ეკონომიკა.

„ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელთა შესრულებაც მიგვიყვანს ჩვენს ისტორიულ მიზნამდე-ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება სრული წვდომა იმ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მათთვის მოიტანს კეთილდღეობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და გარანტირებულ უსაფრთხოებას.

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“ კასპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი შარიფაშვილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.