სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავა

07-08-2024 07:00
კატეგორიები: Uncategorized

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.

ამასთან, განმარტავენ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

„დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 61


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!