საქართველომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 30.6 მლნ აშშ დოლარის 27 714 ტონა ზეთი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 28.8 მლნ აშშ დოლარის 15 616 ტონა მზესუმზირის ზეთი. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა კი, კვლავ რუსეთია, საიდანაც მიმდინარე წელს პროდუქციის თითქმის 90% შემოვიდა.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ ტოპ-5 იმპორტიორ ქვეყანას:
- რუსეთი – 25.7 მლნ აშშ დოლარის 24 235 ტონა
- უკრაინა – 4.1 მლნ აშშ დოლარის 2 958 ტონა
- აზერბაიჯანი – 481.1 ათასი აშშ დოლარის 350.1 ტონა
- თურქეთი – 115.04 ათასი აშშ დოლარის 65.2 ტონა
- ბელარუსი – 76.4 ათასი აშშ დოლარის 51.1 ტონა
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეში, მზესუმზირას ზეთი 39.7%-ით გაიაფდა.
პოსტი ნახა: 398