შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია - 6 და 10 ივლისის მონიტორინგის შედეგები

შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია - 6 და 10 ივლისის მონიტორინგის შედეგები

18-07-2023 06:51
კატეგორიები: ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ,

6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია!

განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე.

პოსტი ნახა: 1008


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!