საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში ყველაზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილი თბილისშია. როგორც ირკვევა, ჯამში დედაქალაქში 619 006 მანქანა დადის. ეს მაჩვენებელი კი თითქმის სამჯერ აღემატება იმერეთს, სადაც თბილისის მერე, ყველაზე მეტი ავტომობილია – 213 959.
საქსტატის ინფორმაციით, ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
- თბილისი – 619 006
- იმერეთი – 213 959
- ქვემო ქართლი – 165 152
- კახეთი – 148 851
- აჭარა – 134 642
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107 389
- შიდა ქართლი – 97 813
- სამცხე ჯავახეთი – 66 098
- მცხეთა-მთაინეთი – 44 268
- გურია – 39 440
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 0118
ცნობისათვის, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული, 2022 წელს კი მათი რაოდენობა 1 563 165 იყო.
პოსტი ნახა: 388