შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩრდილოეთ კორეამ, დაახლოებით შუადღისას, გიონგუისა და დონჰაეს გზების ნაწილი სამხედრო სადემარკაციო ხაზის ჩრდილოეთით ააფეთქა“, – აცხადებენ გაერთიანებული შტაბის უფროსები.

გაერთიანებული შტაბის უფროსებმა აღნიშნეს, რომ სათვალთვალო დაზვერვა და მზადყოფნა გააძლიერეს.