17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი

17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი

15-10-2024 09:28

17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა იქნება.

„17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 99


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!