18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება

18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება

16-09-2024 09:31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ „ყაზბეგის“მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 85


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!