საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ 2023 წელი რეკორდულად ცხელი იყო პლანეტის არსებობის მანძილზე. ამჟამად მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 2024-ში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.
მათი მტკიცებით, მიმდინარე წელს ტემპერატურის მატება დაკავშირებული იქნება ელ-ნინიოს ფენომენთან. რაც წყნარ ოკეანეში წყლის ზედაპირული ფენის ტემპერატურის მატებას გულისხმობს.
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მეცნიერმა, მაიკლ მაკფედენმა განაცხადა, რომ როგორც წესი, ელ-ნინიოს მეორე წელი ხშირად უფრო თბილია, ვიდრე პირველი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რეკორდული სიცხე სწორედ ელ-ნინიოს „დამსახურებაა“.
მეტეოროლოგმა პიტერ ტაალასმა, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას (WMO) ხელმძღვანელობს, შარშან აღნიშნა, რომ 2024 წელი “კიდევ უფრო თბილი” იქნებოდა, ვიდრე მისი წინამორბედი. WMO-მ სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში ზამთრის თვეებში ნალექების ზრდაც იწინასწარმეტყველა.
გასულ წელს ელ-ნინიოს ერთ-ერთი ეფექტი იყო მშრალი ამინდი ცენტრალურ ამერიკაში, რამაც საკვანძო ტბის დაშრობა გამოიწვია, რომელიც პანამის არხს – გატუნს კვებავს. შედეგად არხში წყლის დონე დაეცა და მისი გამტარუნარიანობა კრიტიკულად შემცირდა.
წყარო: EastFruit