1-ელ თებერვალს “ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს

1-ელ თებერვალს “ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს

31-01-2024 10:40
კატეგორიები: პოლიტიკა

1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. "ქართული ოცნების" VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში "პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.

მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა.

პოსტი ნახა: 263


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!