1-ლი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია

1-ლი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია

16-08-2023 04:28
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი - მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი - ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.

რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.wy

პოსტი ნახა: 417


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!