თეა ახვლედიანი UNICEF-ის ხელმძღვანელს შეხვდა

თეა ახვლედიანი UNICEF-ის ხელმძღვანელს შეხვდა

16-08-2023 05:22
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში UNICEF-ის აქტიური მხარდაჭერისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, რაც ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ამ კონტექსტში თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება.

ამასთან, თეა ახვლედიანმა UNICEF-ის წარმომადგენელს 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები გააცნო.

თავის მხრივ, იესპერ მოლერმა ძალზე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

მხარეები ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

პოსტი ნახა: 360


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!