როგორც "პირველებს" მარნეულში უყვებიან, კონფლიქტი მოკლულსა და 22 წლის კაცს შორის 26 მარტს, ქორწილის სუფრაზე დაიწყო.
მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი უმუთ ბაირამოვს ანგარიშსწორებით მის ქორწილში დაემუქრა გუშინ კი მის სახლთან დაიბარა და დანით ყელი გამოჭრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა სისხლისგან ადგილზე დაიცალა. მარნეულის მკვიდრების თქმით, მოკლულმა ახალგაზრდამ გაქცევა სცადა, თუმცა მას 22 წლის კაცი დაეწია და სიცოცხლეს გამოასალმა.
როგორც გავიგე მოკლული ბიჭის ქორწილში მოსვლიათ უსიამოვნება, მაშინ იჩხუბეს ერთმანეთში და დამუქრებია ეს ჩვენი მეზობელი არ გაპატიებო. ასე იძია შური.
ნახევარი საათის განმავლობაში ესმოდათ მეზობლებს ხმა შველას ითხოვდა დაჭრილი ბიჭი. ვერავინ ეკარებოდა ტერიტორიას, ეშინოდათ დანით იყო შეიარაღებული მკვლელი. მე რომ მოვედი გარეთ იყვნენ შეკრებილები. ის უკვე გაქცეული იყო. სასწრაფოში დარეკვასაც ვერ ბედავდნენ. მე დავრეკე მაგრამ დაგვიანებული იყო უკვე. გარდაცვლილი იყო ადგილზე. ღრმა ჭრილობა ჰქონდა ყელზე. სისხლისგან დაიცალა. ღობეზე ძვრებოდა გაქცევის დროს და აქვე გამოჭრა ყელი", - ამბობს მარნეულის მკვიდრი.
დანაშაულის მოტივის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იციან. მოკლულ ახალგაზრდას 5 თვის ორსული ცოლი დარჩა.