2012 წელს განათლების ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება ორი მილიარდ 508 მილიონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინ აქცევს ყურადღებას განათლებას და ვინ ანგრევდა სისტემას - პრემიერი

2012 წელს განათლების ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება ორი მილიარდ 508 მილიონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინ აქცევს ყურადღებას განათლებას და ვინ ანგრევდა სისტემას - პრემიერი

12-12-2023 07:55
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა დავიწყეთ, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა, როგორიც არის მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მასწავლებელთა მხარდაჭერა და ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლება გაგრძელდება.

„გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დახვეწაზე. მინდა, აღვნიშნო მზარდ ბიუჯეტზე. 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს ბიუჯეტი იყო ორი მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება ორი მილიარდ 508 მილიონი, 300-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოსტი ნახა: 213


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!