2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ

25-01-2024 05:39
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის მიღმა არ უნდა რჩებოდეს.

მისივე განმარტებით, საუბარია, რომ სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად იქნება აუცილებელი, SAT-ის ტიპის იქნება.

“გიდასტურებთ, რომ ასეთი მიდგომა (ახლებურად იყოს გააზრებული სკოლიდან აბიტურიენტის უმაღლესში გადასვლა) არის. მაგალითისთვის: თუ დღეს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტში გადაწყვეტს, იქ აუცილებლად მოსთხოვენ სკოლაში ბოლო ოთხი წლის შედეგებს - მე-9-მე-12 კლასის ქულებს. ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან - საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე, რაც არის წყვეტა და ცუდი. კანონში გვიწერია, რომ გვაქვს განათლების უწყვეტი სისტემა. რისი უწყვეტი სისტემაა, როცა უნივერსიტეტს არ აინტერესებს, სკოლაში რა ქენი, რა შედეგს მიაღწიე, მაშინ, როცა, დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ, რა სოციალურ პროექტებში იღებდით მონაწილეობას, რა ადამიანი იყავით, როგორი მოქალაქე, რა საგანმანათლებლო პროექტებში იყავით ჩართული, რა ინტერესები გქონდათ, თქვენი ზოგადი ნიშანიც აინტერესებთ. უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან. ამაზე საუბარი მიდის და როგორ სახეს შეიძენს, ყველა ერთად ვნახავთ. საორიენტაციოდ ეს შეიძლება დაინერგოს 2027 წლიდან.

სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასვლის რა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაც არსებობს და წარმატებული პრაქტიკაა, საქართველოც ამის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ვერსია ასე გამოიყურება: 1. მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდას, ამას ჩაატარებს NAEC. ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ. ერთი კომპონენტი იქნება ეს შედეგი, რას მიაღწიეთ ეროვნული შეფასების დროს. 2. მოსწავლის საშუალო ნიშანი, რომელიც ალბათ ბოლო რამდენიმე კლასს მოიცავს. 3. სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად ბარდება. საორიენტაციოდ, ეს იმ ტიპის გამოცდაა, როგორიცაა SAT. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არის ვერსიის დონეზე. 4. თავად უნივერსიტეტი რასაც შესთავაზებს. ეს უფრო ობიექტური სისტემა იქნება შერჩევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ახლანდელი მოდელით, მითითებული რომ გაქვთ რაღაც ფაკულტეტები, შეიძლება იქ მოხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა ქულებმა მოგცეთ. მოკლედ, ახლა მუშაობა მიდის ამ იდეის გადაწყვეტაზე“, - განაცხადა მურღულიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პოსტი ნახა: 293


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!